7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

სა სე სვ სი სკ სლ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საყ საშ საც საწ სახ საჯ

სალიცენზიო ხელშეკრულება

შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გამოყენების უფლების გადაცემას სხვა პირზე გარკვეული პირობების გათვალისწინებით სალიცენზიო ხელშეკრულება განსაზღვრავს ასეთი ობიექტის გამოყენების უფლებებს, ფარგლებსა და ვადებს, რომლებსაც ამ ობიექტის მფლობელი – ლიცენზიარი გადასცემს მეორე მხარეს – ლიცენზიატს.

სამრეწველო საკუთრების ობიექტზე, ლიცენზიატს უფლება ეძლევა განახორციელოს ს. ხ. გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ხელშეკრულება რეგისტრირებულია “საქპატენტში”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ს. ხ. დადებულად არ ითვლება.

სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ ობიექტის დაცვის მოქმედების ხანგრძლივობით. სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება იყოს განსაკუთრებული ან სხვა ფორმის. როდესაც ს. ხ. ფორმდება ფიქტიურად, მაშინ იგი ძალას კარგავს კანონის შესაბამისად. საავტორო სამართალში სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება ეხებოდეს დაცული ნაწარმოების გამოცემას, გამოყენებას, გადაცემას, თარგმნას, გადამუშავებას და სხვ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9