ნაწარმოების აგტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებულ უფლებათა დათმობა და გადაცემა ნაწარმოების გამოყენებაზე. ეს უფლებები შეიძლება გადაეცეს განსაკუთრებული ან ჩვეულებრივი ლიცენზიით.
საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირებს თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საავტორო ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს ყველა იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომლებიც ავტორმა შესაძლოა შექმნას მომავალში. ს. ხ-ის დადება აუცილებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით პირდაპირაა დაშვებული ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობისა და საავტორო ჰონორარის გაცემის გარეშე. საავტორო ხელშეკრულება ნაწარმოების შექმნაზე.
იხ.