7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ხა ხე ხმ ხუ
ხელ ხერ

ხელშეკრულება ფრენშაიზინგის განვითარებაზე

ტერიტორიული ფრენშაიზინგის დროს გამოყენებული ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აკავშირებს ფრენშაიზის მიმცემს უშუალოდ მის მიმღებთან, რომელიც აპირებს. რამდენიმე ერთეულის გახსნას და ექსპლოატაციას.

ასეთი ფრენშაიზინგი შეიცავს ხელშეკრულებას განვითარებაზე, რომლის საშუალებითაც ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია განავითაროს თავისი მოღვაწეობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფრენშაიზინგის მთელი რიგი ერთეულების შესაქმნელად, ე. ი. იმ სავაჭრო საწარმოების შექმნა, რომლებსაც ის უშუალოდ ფლობს.

ასე გახსნილი ცალკეული სავაჭრო ერთეულები ფრენშაიზის მიმღების მიერ არ არიან დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსის მქონენი და წარმოადგენენ მისი საწარმოს ფილიალებს ან განყოფილებებს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9