ხერხის განხორციელებადობის დასადასტურებლად აღწერილი მონაცემები უნდა შეიცავდეს მონაცემებს მატერიალურ ობიექტზე მოქმედებათა თანმიმდევრობის შესახებ, ამ მოქმედებათა ჩატარების პირობებზე, კონკრეტულ რეჟიმზე და სხვ.
დადგენილი სტრუქტურის მქონე ახალ ინდივიდუალურ ნაერთზე გამოგონებისათვის, მოყვანილ უნდა იქნეს მისი სტრუქტურული ფორმულა, ფიზიკურ-ქიმიური კონსტანტები და ახალი ნაერთის მიღების ხერხის აღწერა და სხვ. ნივთიერება წარმოდგენილი კომპოზიციით (ნარევი, ხსნარი და სხვ.) უნდა შეიცავდეს ინგრედიენტთა დასახელებას, დახასიათებას და მათ რაოდენობრივ თანაფარდობას.