7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ჰა ჰე ჰი ჰო
ჰაა ჰაგ ჰაკ ჰარ

ჰააგის შეთანხმება

შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ. იგი ხელმოწერილ იქნა ქ. ჰააგაში 1925 წელს. უკანასკნელად გადაისინჯა 1979 წელს. ეს შეთანხმება შეიქმნა პარიზის კონვენციის ფარგლებში.

იგი საშუალებას აძლევს უფლებამოსილ პირებს, მთელ რიგ ქვეყნებში მოითხოვონ თავიანთი სამრეწველო ნიმუშებისათვის საერთაშორისო დაცვა, ამასთან ფორმალობების და დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანით, ისმოს საერთაშორისო ბიუროს სახელზე განაცხადის შეტანით და საფასურის ერთჯერადი გადახდით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9