სასაქონლო ნიშანში გამოყენებული ისეთი აღნიშვნები რომლებიც აღწერენ ნაწარმს, მის ფორმას, შემადგენლობას და წარმოადგენენ მხოლოდ მითითებას ხარისხზე, რაოდენობაზე, დანიშნულებაზე და სხვ.
სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი შედგება მხოლოდ აღწერილობითი აღნიშვნებისაგან. აღწერილობითი აღნიშვნების ერთობლიობა შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს, თუ იგი ორიგინალური ხასიათისაა.