7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ჰა ჰე ჰი ჰო
ჰოლ ჰომ ჰონ ჰორ

ჰონორარის ოდენობა საავტორო ხელშეკრულებაში

საავტორო ხელშეკრულებაში ჰონორარის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

თუ გამოცემის ან ნაწარმოების სხვაგვარი კვლავწარმოების საავტორო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, მაშინ ხელშეკრულებით უნდა იყოს დადგენილი ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი.

იძულებითი ლიცენზიის შემთხვევაში გასამრჯელო ტოლი უნდა იყოს იმ თანხისა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო თავისუფალი მოლაპარაკებების შედეგად ხელშეკრულების დადების დროს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9