განსაზღვრული მიმდევრობით მონაცვლე გამოსახულების აღბეჭდვა მგრძნობიარე ფირზე ფილმის სახით ჩვენებისათვის ხმის თანხლებით ან მის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნისათვის (კინოგაქირავება, ტელევიზიით ჩვენება და ა. შ.), ჟანრისათვის (კინოდრამა, დოკუმენტური ფილმი, კინოქრონიკა და ა. შ.), მეთოდით (მხატვრული, მულტიპლიკაცია და ა. შ.), ხანგრძლივობით, ტექნოლოგიური პროცესით (გამჭვირვალე ფირზე, ვიდეომაგნოტოფონის ფირზე და ა. შ.6) არის იგი შექმნილი. კ. ნ-ის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს კინოფილმი, რომლის ჩვენება შეიძლება ეკრანზე. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს ამჟამად აუდიოვიზუალური ნაწარმოები ეწოდება.