7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

მა მგ მე მზ მთ მი მო მრ მს მტ მუ მფ მყ მც მწ მხ
მიდ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიტ მიუ მიწ

მიკროორგანიზმთა ინდივიდუალური შტამები

ტრადიციულ მიკროორგანიზმთა შტამები (რიკეტსიები, ბაქტერიები, მიკროსკოპული სოკოები, საფუარები);

ადამიანის მიერ მიღებული მიკროორგანიზმთა შტამები (მაკროწყალმცენარეების კულტივირებული სომატური უჯრედები, მაკროსკოპული სოკოების სომატური სტრუქტურები და ა. შ.);

ჰიბრიდულ მიკროორგანიზმთა შტამები;

რეკომბინანტული ღნმ(რნმ)-ის მატარებელი შტამები: ორგანიზმთა შტამები რომლებიც ექვემდებარებიან მიკროორგანიზმების განმარტებას (უმარტივესები, მიკროსკოპული წყალმცენარეები, მიკროსკოპული ცხოველები და მისთ.).

მიკროორგანიზმთა ინდივიდუალურ შტამებს, როგორც გამოგონების ობიექტს თან უნდა ახლდეს:

კულტურალურ-მორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური, კარიოლოგიური, მარკერული, ბიოტექნოლოგიური, კონტამინირების, მშობელ და სხვა შტამთა დახასიათებები.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9