იმ გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც შეეხება მიკროორგანიზმთა შტამს, უჯრედთა კულტურებს ან ხერხებს, რომელშიც ისინი გამოიყენება დასტურდება იმაზე მითითებით, თუ როგორ ან სად შეიძლება იყოს მიღებული სათანადო შტამი.
შტამის მიღების შესაძლებლობის დადასტურებას წარმოადგენს განაცხადზე დართული დეპონირების დოკუმენტი, შტამის წარმოშობის ნომენკლატურული მონაცემები და შტამის წარმოშობა, ფერმენტაციის დრო, ბიოსინთეზის დახასიათება სასარგებლო (მიზნობრივ) პროდუქტებში, შტამის აქტივობის დონე და სხვ.
მიკროორგანიზმთა, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურების კონსორციუმებისათვის, უნდა მიეთითოს კომპონენტების არსებობის შემოწმების მეთოდი, გამოყოფის მეთოდი (სელექცია), კონსორციუმის სტაბილურობა ხანგრძლივი კულტივირებისას, მდგრადობა უცხო მიკრობებით დასნებოვნებისადმი.