საავტორო უფლების ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებულ გამოსახულებათა სერიებისაგან (ხმის თანხლებით ან უამისოდ), ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმული იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე, ვიდეო ფილმები, სლაიდფილმები, დიაფილმები და სხვ.) მათი პირველადი და შემდგომი ფიქსაციის საშუალებათა მიუხედავად. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია აუდიოვიზუალური ნაწარმოების აღნიშვნა "AW" – სიმბოლოთი. იხ. კინემატოგრაფიული ნაწარმოები.