სცენური ხელოვნების სახეობა. უსიტყვო თეატრალური წარმოდგენა, რომლის მოქმედი პირები დრამატულ ქმედებებს, აზრებსა და გრძნობებს ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, მიმიკით, ჟესტებით გადმოსცემენ. მრავალი ქვეყანა არ უზრუნველყოფს პანტომიმის ნაწარმოების დაცვას, თუ არ არის მისი ფიქსაცია რაიმე ნიშნით – აღწერილობით ან აღქმის სხვა ფორმით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)