ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს თანაავტორების მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პროდიუსერს უფლება აქვს ამ ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენების დროს მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს ასეთი მითითება.