7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

სა სე სვ სი სკ სლ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საყ საშ საც საწ სახ საჯ

საავტორო უფლებათა დამრღვევი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს საავტორო უფლებათა კანონის მოთხოვნებს, წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დამრღვევს.

იურიდიული პირის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისათვის დგება საკითხი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლომ დამრღვევს შეიძლება დააკისროს ზიანის ანაზღაურება, შემოსავლის გადახდევინება, კომპენსაციის გადახდა.

თუ დამრღვევი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ მას შეიძლება დაეკისროს როგორც ჯარიმა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9