7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

სა სე სვ სი სკ სლ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საყ საშ საც საწ სახ საჯ

საავტორო უფლების დარღვევა

საავტორო სამართლით დაცული ნაწარმოების ნებისმიერი არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევას როდესაც ასეთი გამოყენებისათვის კანონით აუცილებელია ნებართვა.

მაგ., ნაწარმოების საჯარო გამოქვეყნება, კვლავწარმოება, ფართომაუწყებლური ტრანსლაცია, ან ამ ნაწარმოების სხვა რაიმე სახით საზოგადოებისათვის მიწოდება, რომელიც ხორციელდება ნებართვის გარეშე.

ს. უ. დ-ს წარმოადგენს ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენება – ადაპტაცია, გადაცემა, ექსპონირება, პლაგიატი და სხვ. საავტორო უფლებათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა სანქციებს, რომლებიც დარღვევათა სიმძიმის მიხედვით, შეიძლება იყოს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის პასუხისმგებლობის. სანქციები შეიძლება იყოს წერილობითი უარყოფა, ზიანის ანაზღაურება, ჯარიმა, კონფისკაცია, თავისუფლების აღკვეთა და სხვ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9