მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისათვის არ არის სავალდებულო რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების გაცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლებათა დაცვის ნიშანი, რომელიც მოთავსდება ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ყოველ ეგზემპლარზე და/ან მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:
ლათინური ასო "P" ჩახაზული წრეწირში; მომიჯნავე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სახელი (სახელწოდება); ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი გამოცემის წელი.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)