განსაკუთრებული საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ:
1. უფლებათა აღიარება.
2. უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედებათა აღკვეთა, რომლებიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს.
3. ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.
4. ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის გადახდევინება რომელიც დამრღვევმა მიიღო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შედეგად.
5. კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის სანაცვლოდ.
6. მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.