7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაი ნაკ ნამ ნარ ნას ნატ ნაწ ნახ

ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება

ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის უფლება ნება დართოს ან აკრძალოს შემდეგ მოქმედებათა განხორციელება:

ნაწარმოების კვლავწარმოების (რეპროდუცირების) უფლება; ნაწარმოების გავრცელების უფლება; უფლება იმპორტზე; საჯარო ჩვენების, შესრულებისა და საჯარო გადაცემის უფლება; კაბელით გადაცემის უფლება; თარგმნის უფლება; გადამუშავების უფლება (ადაპტაცია, არანჟირება და ა. შ.).

ზოგიერთ ნაწარმოების ავტორებსა და საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აგრეთვე გაქირავებით გავრცელების უფლება; არქიტექტურული, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკე პროექტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოიცავს ასეთ პროექტთა პრაქტიკული რეალიზაციის უფლებას. თუ მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოების ეგზემპლარები იყიდება, მაშინ დაიშვება მათი შემდგომი გავრცელებაც ავტორის ნებართვისა და საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9