7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცხ
ცრუ

ცრუ შთაბეჭდილების შექმნა

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე. ქმედება, რომლის მიზანია კონკურენტის საქონელზე და/ან მომსახურებაზე ცრუ შთაბეჭდილებების შექმნა, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს მომხმარებლის მოტყუებით, არასწორი ინფორმაციით, დაბნევით, მითითებით, როდესაც მომხმარებელს თითქოს ეძლევა საშუალება საქონლის არაჩვეულებრივად მომგებიანი პირობებით შეძენისა, მაშინ როდესაც სინამდვილეში ასეთი პირობები არ არსებობს, რაც წესიერ კონკურენტს აკარგვინებს მომხმარებელს, იწვევს ფინანსურ დანაკლისს და სხვ. ცრუ შთაბეჭდილება შეიძლება იყოს აგრეთვე სასარგებლო ინფორმაცია, მითითება, მაგრამ იგი ჩაითვალოს მოტყუებად.

მაგ. სარეკლამო განცხადება იმის შესახებ რომ კვების პროდუქტზე არ არის დამატებული ქიმიური ნივთიერებები, იმ დროს, როდესაც ასეთი განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9