სიმბოლო, რომელიც გარკვეული სახის ნაწარმის (საქონლის ან მომსახურების) აღმნიშვნელად შევიდა საყოველთაო ხმარებაში. ასეთი სიმბოლოები საქართველოში არის ისეთი ცნობილი ნაწარმის დასახელებები, როგორიცაა მაწონი, ჩურჩხელა, სულუგუნი და სხვ.
ასეთივე სიმბოლოებს მიეკუთვნება ნიშნები, რომლებმაც მრავალჯერ გამოყენების შედეგად დაკარგეს მომხმარებლისათვის განმასხვავებელუნარიანობა, მაგ. თერმოსი, ცელოფანი და სხვ.
ამგვარი სიმბოლოები სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება.