ნაწარმოების საყოველთაო გაცნობა, რომელიც გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ გარდაუვალი გახდა მიმდინარე საკითხების გაცნობის დროს, როდესაც ნაწარმოები მოიხსენიება შემთხვევით ან ირიბი გზით (წინასწარგანზრახვის გარეშე).
მაგ. ფერწერული ნაწარმოების ჩვენება შენობიდან გადაცემული რეპორტაჟის დროს.
ამგვარი გამოყენება ფაქტობრივად წარმოადგენს ნაწარმოების თავისუფალ გამოყენებას, მაგრამ ამასთან აუცილებელია ავტორის მითითება.