ნაწარმოების ყველა იმ საშუალებით გამოყენების უფლება, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ეკუთვნის ავტორს.
როდესაც საავტორო ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების საშუალებები (საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული კონკრეტული უფლებები), ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების გამოყენების ისეთ საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესასრულებლად, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადების დროს.