ის ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ ქონებრივ უფლებებს, იქმნებიან უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ საზოგადოებრივი (არაკომერციული) ორგანიზაციების ფორმით, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული პირის უფლებები.
ასეთი ორგანიზაციები მოქმედებენ იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მათ მინიჭებული აქვთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებისაგან წესდების საფუძველზე, დადგენილი წესით. მფლობელები გადასცემენ უფლებამოსილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვაზე მათი ასეთ ორგანიზაციის წევრობის საფუძველზე, ან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.