7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ნა ნე ნი ნო ნუ
ნივ ნიმ ნიღ ნიშ ნიც

ნივთიერება

გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ობიექტი, როგორც ახალი ხელოვნურად შექმნილი მატერიალური წარმონაქმნი რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ელემენტების, ინგრედიენტების, კომპონენტების ერთობლიობას, მიუხედავად მიღების ხერხისა (ქიმიური, მექანიკური) და აგრეგატული მდგომარეობისა (თხევადი, აიროვანი და ა. შ.).

ნივთიერებებს, როგორც გამოგონების ობიექტებს განეკუთვნება ქიმიური ან არაქიმიური წესით მიღებული ნარევები, ხსნარები, შენადნობები, სხვაგვარი კომპოზიციები. ნივთიერების დამახასიათებელი არსებითი ნიშნებია: ინგრედიენტები, კომპონენტები, ელემენტები, მათი განლაგება, ფორმები, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და ა. შ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9