7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოვ ნომ ნონ ნორ ნოტ ნოუ

ნოუ-ჰაუს დაცვა

მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.

ნოუ-ჰაუს მფლობელს შეუძლია დაიცვას ეს ინფორმაცია მესამე პირის მიერ უნებართვო გამოყენებისაგან, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის, ადმინისტრაციული ან კომერციული სამართლის ფარგლებში, იმ პირობით, თუ:

1. ამ ინფორმაციას აქვს ნამდვილი ან შესაძლო კომერციული ფასეულობა და ნამდვილად არ არის ცნობილი მესამე პირისათვის.

2. ეს ინფორმაცია მესამე პირისათვის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი კანონიერი საშუალებით.

3. მფლობელი ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვისათვის.

4. ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და იგი არ არის დაცული არც საავტორო. არც სამრეწველო სამართლის ნორმებით.

5. ეს ინფორმაცია არ შეეხება მისი მფლობელის უარყოფით მოღვაწეობას და არ აყენებს ზიანს სხვა პირების და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს.

6. ამ ინფორმაციაში შესული ცნობები არ შეიძლება ჩაითვალოს წარმოების საიდუმლოდ კანონმდებლობის მოთხოვნის ძალით და მისი შინაარსის მიხედვით (მაგ.., დაფუძნების დოკუმენტები, ცნობები დადგენილი ფორმის ანგარიშგების შესახებ და სხვ.).

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9