საავტორო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:
გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (მოცულობა, ჟანრი, სახელწოდება), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ საშუალებებს; ვადასა და ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც ხდება უფლების გადაცემა; ჰონორარის ოდენობას და/ან ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ნაწარმოების გამოყენების ყოველი საშუალებისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.