საავტორო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების საავტორო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმით.
ასევე ზეპირი ფორმით შეიძლება დაიდოს ზეპირი ნაწარმოების ტელევიზიით ან რადიოთი ერთჯერადი გადაცემის ხელშეკრულება.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)