პატენტზე ყოველწლიური გადასახადის შეტანა პატენტის ძალაში შენარჩუნებისათვის. ყოველწლიური გადასახადის გადაუხდელობამ, შეიძლება გამოიწვიოს პატენტის ძალის დაკარგვა. ასეთი მკაცრი სანქციის თავიდან აცილების მიზნით, პარიზის კონვენცია ითვალისწინებს შეღავათიან პერიოდს, როდესაც პატენტზე უფლება შენარჩუნებულია. ეს პერიოდი წარმოადგენს მინიმუმ 6 თვეს. ყოველწლიური გადასახადის გადახდის ვადის გადაცილება შეიძლება გახდეს ჯარიმის (საურავის) დარიცხვის მიზეზი.
თუ შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მთლიანი თანხა, პატენტი კარგავს ძალას იმ დღიდან, როცა ყოველწლიური გადასახადის ბოლო ვადა იწურებოდა.