სხვადასხვა ქვეყანაში პატენტის გაუქმების პირობები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის, როცა: პატენტში განმცხადებელი არ არის ნახსენები; პატენტი განცხადებული სახით მიღებული იქნა მოსარჩელის უფლებების დარღვევით; გამოგონების აღწერილობა არასრულად ხსნის გამოგონებას და ფორმულა მთლიანად არ ეყრდნობა აღწერილობას; განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; პატენტის საგანი იყო ცხადი და პრიორიტეტის დადგენის მომენტისათვის არ შეეფერებოდა საგამომგონებლო დონეს; გამოგონება წარმოადგენს შედარებით ადრინდელი პრიორიტეტის საგანს, რომელიც სხვა პატენტშია დაფიქსირებული; საპატენტო უწყებაში შემოტანილი განაცხადი გამოგონებაზე არ იყო შესაბამის ქვეყანაში ახალი, ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღისათვის; გამოგონების ფორმულიდან არ ჩანს მისი განხორციელებადობა; პატენტმფლობელი არ იცავს პატენტით გათვალისწინებულ პირობებს; პატენტი მიღებულ იქნა არაკანონიერ საფუძველზე; განცხადებული გამოგონება ფარულად გამოიყენებოდა შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტის დადგენამდე; გამოგონების აღწერილობაში შესწორებათა შეტანის ნებართვა მიღებულ იქნა მოტყუების გზით ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე; განმცხადებელმა ან პატენტმფლობელმა მოტყუების გზით მიიღო გამოგონების აღწერილობა სხვა მიზნებისათვის (გარდა საკანცელარიო უზუსტობების ან აშკარა შეცდომების შესწორებისათვის); პატენტმფლობელი არ აღმოჩნდა გამომგონებელი, არც მისი უფლებამონაცვლე და მას არ ჰქონდა პატენტის მიღების სხვაგვარი უფლება; პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი.
გაუქმებული პატენტი ძალადაკარგულად ჩაითვლება პრიორიტეტის მიღების თარიღიდან.