ინფორმაცია საიდუმლოა, თუ იგი როგორც ერთი მთლიანი, ან შემადგენელი ნაწილებით არ არის საყოველთაოდ ცნობილი, ან ადვილად მისაწვდომი იმ წრის პირებისათვის, რომელთაც ურთიერთობა (საქმიანი კავშირი) აქვთ ასეთი სახის ინფორმაციასთან. განაცხადი პატენტზე ასევე ჩაითვლება საიდუმლო ინფორმაციად, საპატენტო უწყების მიერ მისი გამოქვეყნების თარიღამდე.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)