სამრეწველო ნიმუში, რომლის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., იაპონიაში) სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის შეტანასთან ერთად, განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს გარკვეული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა რეგისტრაციის დღიდან, მისი სამრეწველო ნიმუშის საიდუმლოდ შენახვა. მისი გასინჯვა კი შესაძლებელია სპეციალური, დადგენილი პირობების დროს. ს. ს. ნიმუშის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტებით.