სახელმწიფოს მიერ მისსავე დანიშნულ კონსულზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კონსულის უფლებამოსილებას; ს. პ-ში აღნიშნულია კონსულის ვინაობა, კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულოს ადგილსამყოფელი. საკონსულო პატენტს არავითარი კავშირი არა აქვს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე გაცემულ პატენტთან.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)