კომერციული საიდუმლოების შინაარსი განისაზღვრება კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის საშუალებით, რომელიც მიღებულია რომელიმე პირის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, რაც აძლევს მას უპირატესობას იმ კონკურენტებთან შედარებით, რომელთაც ეს ინფორმაცია არა აქვთ და ამ ინფორმაციის გათქმა ზიანს მოუტანს მას.
კერძოდ პროგრამები, ფორმულები, ნიმუშები, პროცესები, გასაღებისა და გავრცელების მეთოდები.
ხელშეკრულებათა სახეები, შემოქმედებითი გეგმები, ცნობები მომხმარებლის შესახებ, ხელშეკრულების ზოგიერთი ფინანსური პუნქტები, სარეკლამო სტრატეგია, შემკვეთთა და მიმწოდებელთა სიები და ა. შ.
სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოება არ წარმოადგენს არც კომერციულ და არც სამეწარმეო საიდუმლოებას.