7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

სა სე სვ სი სკ სლ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საყ საშ საც საწ სახ საჯ

სამრეწველო გამოყენებადობა

პატენტუნარიანი გამოგონება გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი გამოყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, სახალხო მეურნეობაში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა ნებისმიერ სფეროში. პატენტუნარიანი გამოგონება აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებადი. ე. ი. ტექნიკური გადაწყვეტა არ უნდა იყოს სუფთა თეორიული. ინფორმაცია გამოგონების გამოყენების შესახებ აბათილებს სიახლეს, თუ მასში გამოქვეყნებული მონაცემები იდენტურად აღწერს დასაპატენტებელი ობიექტის არსს.

სამრეწველო გამოყენებადობას ადგილი აქვს მაშინ, როცა მოცემული დარგის საშუალო სპეციალისტის აზრით, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის აღწერილობაზე, ფორმულაზე და ნახაზზე დაყრდნობით დასტურდება მეურნეობის ნებისმიერ სფეროში მათი დამზადების, გამოყენების ან სარგებლობის შესაძლებლობა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9