სამრეწველო ნიმუშის პატენტის მფლობელს უფლება აქვს სამრეწველო ნიმუშის რეგისტრაციის დღიდან 5 წლის ვადაში შეიტანოს განაცხადი რეგისტრირებული სამრეწველო ნიმუშის ვარიანტზე. “საქპატენტს” შეაქვს სამრეწველო ნიმუშის ვარიანტი სამრეწველო ნიმუშის ადრე რეგისტრირებულ პატენტში.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)