7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

სა სე სვ სი სკ სლ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საყ საშ საც საწ სახ საჯ

სამრეწველო ნიმუშის ნახაზები

სამრეწველო ნიმუშის საერთო ხედის ნახაზი ან გაერთმთლიანების პრინციპული სქემა, რომლებიც ნაკეთობის გარეგნულ სახეს განსაზღვრავს. იგი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს აღწერილობის ტექსტს და იძლეოდეს ნაკეთობის მხატვრულ-კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე მკაფიო წარმოდგენას.

ნახაზი ან სქემა შესრულებული უნდა იყოს შავი ტუშით თეთრ ქაღალდზე ან ლივზე; მასზე ნაჩვენები უნდა იყოს ძირითადი კომპოზიციური და ფუნქციური ელემენტებისა და კვანძების ზომები.

ტანსაცმლის ნაკეთობის თარგის ნახაზი შესრულებული უნდა იყოს 1 : 5 მასშტაბში, ფეხსაცმლის 1 : 2 და უნდა შეესაბამებოდეს ფოტოსურათზე წარმოდგენილი მოდელის „ტიპობრივ ზომას. ნახაზი ან სქემა არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ წარწერებს საჭირო განმარტებების გარდა.

სამრეწველო ნიმუშის ორიგინალურობა – ს. ნ. ორიგინალურია თუ მისი არსებითი ნიშნები განაპირობებს ნაკეთობის ესთეტიკური თავისებურებების შემოქმედებით ხასიათს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9