სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის შემადგენელი საბუთი, რომელიც იძლევა ნაკეთობის ან მაკეტის გარეგნულ სახეზე სრულ და დეტალურ წარმოდგენას და პროტოტიპისაგან მისი განმასხვავებელი ნიშნების გამოვლენის შესაძლებლობას.
გამოსახულება ფოტოსურათზე უნდა იყოს ნათელი და მკაფიო, შესრულებული ერთგვაროვან (თხელ, კრიალა) ქაღალდზე და არ უნდა იყოს რეტუშირებული. იხ. აგრეთვე ნაკეთობის (მაკეტის) ფოტოსურათი; დამატებითი ფოტოსურათები; მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულების ვარიანტები; ბრტყელი სამრეწველო ნიმუში.