7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ბა ბგ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბე ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბერ ბეჭ

ბერნის კონვენცია

ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის კონვენცია. იგი მიღებულ იქნა ქ. ბერნში 1886 წლის 9 სექტემბერს. ბერნის კონვენციის ძირითადი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში:

I. დგინდება ე. წ. ეროვნული რეჟიმი.

2. ეროვნული რეჟიმი არაა დამოკიდებული რაიმე ფორმალური ვალდებულებებისაგან, ე. ი. დაცვა მიენიჭება ავტომატურად და იგი არაა დაკავშირებული რეგისტრაციასთან, დეპონირებასთან ან სხვა ფორმალობასთან ნაწარმოების პუბლიკაციის დაცვის უზრუნველყოფის საკითხში.

3. დაცვის მინიჭება არაა დამოკიდებული ამ ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში მისი დაცვის არსებობის ან მისი მოქმედების ვადასთან, ნაწარმოების დაცვის ხანგრძლივობა გრძელდება ავტორის სიცოცხლის პერიოდში და მისი გარდაცვალების შემდეგ 50 წლის მანძილზე. ბერნის კონვენცია შედის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გამგებლობაში საქართველო ბერნის კონვენციის წევრია 1595 წლიდან.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9