ნაწარმოების შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით აცნობოს ავტორს გადაცემული ნაწარმოების მოწონების, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე – მისი დაწუნების, ანდა შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.
თუ აღნიშნულ ვადაში წერილობითი შეტყობინება ავტორს არ გაეგზავნა, ნაწარმოები ჩაითვლება შემკვეთის მიერ მოწონებულად.