7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

შა შე შვ ში შმ შპ შრ შტ შუ
შტა შტე შტრ

შტრიხებიანი კოდი

კოდი, რომელიც შედგება პარალელური წრფივი შტრიხებისაგან და მათ შორის ხარვეზებისაგან. იგი დაიტანება საცალო გაყიდვისათვის განკუთვნილი საქონლის შეფუთვაზე. შტრიხები აჩვენებს. ქვეყანას, სადაც არის წარმოებული საქონელი (პირველი ორი ან სამი ციფრის შესაბამისი შტრიხები), შემდეგი ოთხი ან ხუთი ციფრი კონკრეტული საწარმოს ნომერს, მომდევნო ხუთი ციფრი ნაწარმის ნომერს, ბოლო ციფრი საკონტროლოა, დანარჩენი ინფორმაციების ან ციფრების შესამოწმებლად არის განკუთვნილი.

სპეციალური საკასო აპარატი კითხულობს კოდს და საკონტროლო პანელზე გამოაქვს საქონლის ფასი და სხვა მახასიათებლები.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9