ხელშეკრულება, რომელიც ეხება საპატენტო პროცედურებისათვის მიკროორგანიზმების დეპონირების საერთაშორისო აღიარებას. იგი მიღებულ იქნა ქ. ბუდაპეშტში 1977 წელს. ამ ხელშეკრულების დადების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როდესაც გამოგონება ეხება მიკროორგანიზმს ან მის გამოყენებას, მისი არსის გახსნა წერილობითი აღწერის საშუალებით შეუძლებელია.
მისი განხორციელება შეიძლება მიკროორგანიზმის ნიმუშის დეპონირების საშუალებით, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ სპეციალიზებულ დაწესებულებაში. ბუდაპეშტის ხელშეკრულებით ერთი დეპონირება ნებისმიერ “დეპონირების საერთაშორისო ორგანოში” საკმარისია სხვა ქვეყნებში საპატენტო პროცედურის გავლისათვის.