მონოპოლია, რომლის დროსაც წარმოების ეფექტურობის მინიმალური მოცულობა ერთობლივი მოთხოვნილების ტოლია ან მას აღემატება. ბ. მ.-ები ისეთი დარგებია, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს და ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ. მაგ.. წყლით, ელექტროენერგიით, გაზით მომარაგება; საწარმოები, რომლებიც ამ სფეროს ემსახურებიან.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)