მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს ან აკრძალოს, შემდეგ მოქმედებათა განხორციელება: გადაცემის ჩაწერა; გადაცემის ჩაწერის კვლავწარმოება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და კვლავწარმოება ხორციელდება იმავე მიზნებისათვის, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში (კაბელით), საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; გადაცემის ეთერში (კაბელით) გადაცემა; გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.