ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით დაშვებულია: მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდულ გამოცემებში მართლზომიერად გამოქვეყნებული სტატიების ან ეთერში გადაცემული ანალოგიური სახის ნაწარმოებების კვლავწარმოება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან მათი საჯარო გადაცემა – იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი კვლავწარმოება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის ა კრძალული ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის მიერ.
დაშვებულია აგრეთვე საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და სხვა ანალოგიური ნაწარმოებების, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების ჩათვლით ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების საშუალებით კვლავწარმოება ან საჯარო გადაცემა, იმ მოცულობით, რაც განსაზღვრულია საინფორმაციო მიზნით. ამასთანავე, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება.