L. inquisitio, inquirere-საგან, „გამოძიება“, „დაკითხვა“.
რომის პაპების მიერ 12 საუკ. გასულს დაწესებული საეკლესიო სასამართლო, — მწვალებელთა (ერეტიკთა) და ეკლესიისათვის სხვა მავნე პირთა სადევნელად და დასასჯელად, — მიმართავდა უსასტიკეს და შეუბრალებელ სასჯელსა და წვალებას; მოისპო 19 საუკ. დასაწყისში; გადატან. მნიშვნ.: ვისიმე შეუბრალებელი დატანჯვა, წვალება; ინკვიზიტორ-ი — :
1) საინკვიზიციო სასამართლოს წევრი;
2) გადატ. მნიშვნ.: შეუბრალებელი, სასტიკი მოსამართლე ან საერთოდ — ასეთი ადამიანი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.