ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იქ იშ იხ
ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინქ ინც ინჰ

ინკორპორაცია

L. -ევროპ. ლათ. incorporare-საგან „შესხეულება, შერიცხვა, შეერთება“:
1) განსახიერება, ხორცის შესხმა;

2) ახალი ტერიტორიის შეერთება სახელმწიფოსთან;

3) ახალი წევრის სწორუფლებიანად ჩარიცხვა რაიმე კავშირში, ჯგუფში და სხვ.;

4) ფარმაციაში: მშრალ და თხევად ნივთიერებათა შერევა;

5) ენათმეცნიერებაში: წინადადების ნაწილების განსახიერება ერთ სიტყვაში, სახელდობრ, ზმნაში — ახასიათებს, მაგ. ამერიკულ ენებს. — ინკორპორირება — შეერთება, ჩარიცხვა და სხვ., ინკორპორაციის მოხდენა.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9