L. -ფრ. ლათ. intendere-საგან „დაჭიმვა“. დაჭიმული, ძლიერი, გაძლიერებული; მაგ. ინტენსიური მეურნეობა — ისეთი მეურნეობა, რომლის წარმოებრიობაც იზრდება ნიადაგისა და საწარმოო იარაღების გაუმჯობესებით (შეადარე ექსტენსიური მეურნეობა); ინტენსიური სიდიდე — სიდიდე, რომელიც იზომება მისი შინაგანი ძალის მიხედვით; აქედან: ინტენსიურობა ან ინტენსიობა — დაჭიმულობა, დამძაფრულობა, სიძლიერე: ინტენსიფიკაცია — გაძლიერება, დაჭიმულობის ანუ დამძაფრებულობის გადიდება (მეურნეობაში — წარმოებრიობის აწევა ნიადაგისა და იარაღების გაუმჯობესობით).
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.