ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იქ იშ იხ
ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინქ ინც ინჰ

ინტერნაციონალ-ი

L. -ევროპ. „საერთაშორისო“:
1) მუშათა საერთაშორისო კავშირი:

ა) I ი ნ ტ ე რ ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი დაარსდა 1864 წ. 28 სექტემბერს ლონდონში; არჩეულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო (1 ნოემბერს) მ ა რ ქ ს ი ს მიერ წარდგენილი პროექტი „მუშათა საერთაშორისო კავშირის“ პროგრამისა და წესდებისა, რომლის თანახმად დაწესებული გენერალური საბჭოს ნამდვილი ხელმძღვანელი იყო მარქსი; მიზანი: რევოლუციური სოციალიზმის პროპაგანდა და ყველა ქვეყნების მუშათა კლასის მოძრაობის ხელმძღვანელობა;

ბ) II ი ნ ტ ე რ ნ აც ი ო ნ ა ლ ი დაარსდა 1889 წ. პარიზში (16 წლის შემდეგ პირველის დაშლიდან),— აერთებდა ყველა სოციალისტურ პარტიებს; 1914 — 18 წ. წ. მსოფლიო ომის დროს მასში მოხდა განხეთქილება, უმთავრესად, იმის გამო, რომ სოციალისტურ პარტიათა უმრავლესობა მხარს უჭერდა თავიანთ მთავრობებს ომის საქმეში, — არსებობს დღეს, უმთავრესად, სოციალ-დემოკრატიულის სახით დასავლეთ ევროპაში;

გ) ეგრ. წოდებული 2 1/2 ი ნ ტ ე რ ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი („სოციალისტურ პარტიათა საერთაშორისო გაერთიანება“), დაარსდა 1920 წ., მისი შეხედულებანი გამოთქმულია ბ ე რ ნ ი ს (შვეიცარიაში) კონფერენციის მანიფესტში: სარევოლუციო ტაქტიკით ეჭირა საშუალო ადგილი I-სა და II-ე ინტერნაციონალს შუა, — შეუერთდა 1923 წ. II ინტერნაციონალს;

დ) III ი ნ ტ ე რ ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი — იგივეა რაც კომუნისტური ინტერნაციონალი;

2) ინტერნაციონალი ეწოდება აგრეთვე პროლეტარიატის საერთაშორისო ჰიმნს (შედგენილია 1871 წ. Pottier-ისა (ტექსტი) და Degeyter-ის (მუსიკა) მიერ.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9