ჟენეველი (შვეიცარიაში) რელიგიური რეფორმატორის, კ ა ლ ვ ი ნ-ის (Calvin 1509 — 1564), მოძღვრება, რომელიც გავრცელდა საფრანგეთში, ინგლისში, ჰოლანდიაში და ჩრდ. ამერიკაში: მოითხოვს სასტიკად თავშეკავებულ ცხოვრებას, უარჰყოფს წმინდანებს, გარეგნულ ღვთისმსახურებას და სხვ.; კალვინისტ-ი — კალვინიზმის მიმდევარი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.