სითბოს ერთეული:
1) დ ი დ ი კ ა ლ ო რ-ი — სითბოს რაოდენობა, რომელიც ასწევს 1 კილოგრამი წყლის ტემპერატურას 1 გრადუსით;
2) მ ც ი რ ე კ ა ლ ო რ-ი — სითბოს რაოდენობა, რომელიც ასწევს 1 გრამი წყლის ტემპერატურას 1 გრადუსით; აქედან: კალორიმეტრია — ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს სხეულთა სითბო-ტევადობას; კალორიმეტრ-ი — გამოყოფილი ან შთანთქმული სითბოს რაოდენობის გამოსაკვლევი იარაღი; კალორული მანქანა — ხელსაწყო, რომელსაც ამოძრავებენ ჰაერის გახურება-გაციების ცვლის გზით; კალორიფერ-ი (ფრ. calorifère) — დიდი შენობის გამთბობი მოწყობილობა გახურებული ჰაერით, რომელიც ნაწილდება მილების გზით.